13 Haziran 2021 Pazar

 

ბილიკის დანადგარი

ბლოკის ცეხი

მუსან ჯგუფი მეორადი ბილიკის ცეხების სავაჭრო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა. Mussan Group-ად წოდებული ეს საწარმო მეორადი ცეხების სექტორში თავისი საკუთარი ძალებით 2009 წლიდანაა შესული. მისი მარკეტინგი დაფუძნებული უშუალოდ მყიდველის ინტერესზე. ერთ-ერთი პრიორიტეტული მაჩვენებელი კი ჩვენს საქმიანობაში, ცეხების დასამზადებელი ქარხნისათვის კლიენტის პოვნა მევაჭრეების და გადამყიდველების ჩარევის გარეშე, რათა მაქსიმალურად შენარჩუნდეს მეორადი თუ ახალი საქონლის ქარხანის მიერ დადგენილი ფასი. რადგან ჩვენ მიერ მოცემული ორ წლიანი გარანტიაში შედის როგორც ახალი ასევე განახლებული მეორადი დანადგარებიც, ჩვენთვის მარტივდება მომხმარებლის ნდობის შენარჩუნება და ბილიკის დასამზადებელი ცეხის მეორედ ყიდვა.




მოზაიკური ბილიკის, მოსაპირკეთებელი დეკორაციული ქვებისა მაღალი სიმკვრივის და წვიმის წყლის ჟონვის მაღალი მაჩვენებლის გამო, უფრო ხანგრძლივ ექსპლოატაციის პერიოდს ფლობს. ზოსტად ამ გაჟონვის ფუნქცია აძლევს ქვას საშუალებას არ დაიტოვოს არც თავისთვის მავნე ნივთიერებები და არც მისი დამასუსტებელი წყალი. გაჟონილი წყალი გადის მოზაიკური ბილიკის ქვეშ მონტაჟის დროს დაყრილ ქვიშას და ერწყმება ნიადაგს. ბუნების ციკლის შენარჩუნებასთან ერთად უფრო მშვენიერია სიარული თქვენს დაგებულ მოზაიკურ ქვებზე გუბეების გარეშე.

ქვაფენილ ბილიკის დასამზადებელ ცეხს აქვს საშუალება თქვენი სურვილისამებრ შეცვალოთ დაბეჭდილი ცემენტ ნარევი ქვის ფორმა. ამ ფორმების საშუალებით შეგიძლიათ არ შეზღუდდეთ და აგრეთვე დაბეჭდოთ სამშენებლო ბლოკები და ბარდიურებიც კი, პრესის ფორმის შეცვლით. მუსან ჯგუფის მიერ მოწოდებულ ცეხებს შეუძლია დღეში 15,000 მდე ამ ქვის დამზადება (8 საათის განმავლობაში). გიდრავლიკური პრესი ერთ დაბეჭდაზე ამზადებს 8, 18 და 36 ცალ ფილას და გამოაქვს დალაგებული გადასაზიდ პალეტზე.

ცეხის ფასი დამოკიდებულია მათ ძალაზე. ხოლო, მათი ჰიდრავლიკური ძალა, მეტყველებს ერთ დაბეჭდაზე გამოსული პროდუქტის რაოდენობაზე, რაც აისახება თქვენს დღიურ ბრუნვაზე. ბილიკის ცეხი იყოფა რამოდენიმე ჯგუფზე:

ხელის საპრესი დანადგარი: აქვს ვიბრაციის ფუნქცია, იპრესება ხელით, ესაჭიროვება სწორი ზედაპირი რათა დაყაროს ბლოკები და გააგრძელოს შემდეგის დაბეჭდვა ახლო თავისუფალ ადგილზე.

გაძლიერებული ხელის საპრესი დანადგარი: აქვს ვიბრაციის ფუნქცია, აქვს  ჰიდრავლიკური პრესი, ესაჭიროვება სწორი ზედაპირი რათა დაყაროს ბლოკები და გააგრძელოს შემდეგის დაბეჭდვა ახლო თავისუფალ ადგილზე.

მანუალური ბილიკის/ბლოკის ცეხი: სჭირდება ბუნკერში გამზადებული ნარევის ჩაყრა, და მზა ბლოკების გადაზიდვა საწყობში, სამართავად საჭიროა მემანქანე პულტთან.

ავტომატური ბილიკის/ბლოკის ცეხი: არ ითხოვს თქვენს ჩარევას გარდა ბულდოზერის მიერ მასალის ჩაყრისა და ზედიზედ დაწყობილი ბლოკების წყობების გადატანის.

Mussan Machine

იყიდება ბლოკის დანადგარი MG 2.1

ბლოკის ქარხანა

Kaynak: blokiscexi.com

Hiç yorum yok:

Yorum Gönder