13 Haziran 2021 Pazar

 

მეორადი ბლოკის ცეხი

ბლოკის დანადგარის მინი ცეხის მუშაობის პრინციპი:

  1. სპეციალურ სარევში იყრება საჭირო პროპორციით ბლოკის შემადგენელი კომპონენტები წყალთან ერთად.
  2. ნარევის აზელვის შემდეგ შემდეგ ავტომატურად იტვირთება (საზელზე მაკონტროლებლის კონტროლით) სატარებელ ბილიკზე, ისე რომ აღარ არის საჭირო არც ექსკავატორის არც მუშახელის დახმარებით ამ მასალის ჩატვირთვა საპრეს დანადგარზე.




  1. ბილიკიდან ეს ნარევი ჩაედინება ბლოკის დანადგარის (blokis cexi) ბუნკერში სადაც გროვდება მანამ სანამ მემანქანე არ ჩართავს საპრესს და არ დაიწყებს დაბეჭდვას.
  2. ბიცარზე ბლოკების დაბეჭდვის შემდეგ, ადგილიდან დაუძრელად მოხდება მათი ფიცრიანად გაცურება. ამ დანადგართან ერთად მოყოლებული სპეციალური საწევი “ურიკა” გაძლევთ საშუალებას ადვილად შეაცუროთ ფიცარი და გადაიტანოთ სასურველ ადგილას.

სტანდარტული ბლოკის ცეხი:

ამ ყველაფერთან ერთად ჩვენს ეგრეთ წოდებულ სტანდარტულ პაკეტს ემატება რამოდენიმე კომპნენტი: ორმხრიანი ჩასაყრელი ვიბრაციული ძირით, კონვეიერის ბილიკი, ცისტერნა, ცემენტის, სატვირთი მილი.

  1. ორმხრიანი ჩასაყრელი ვიბრაციული ძირი: გაძლევთ საშუალებას გადაანაწილოთ სხვადასხვა ბლოკში დანამატი მასალა ისე რომ შეიძლებოდეს მისი ხარისხიანად შერევა ცემენტსა და წყალთან შეხებამდე.
  2. დამატებითი კონვეიერის ბილიკი: ქვასა და დანამატებს უკვე გადანაწილებულსა და შესარევად გამზადებულს ყრის საზელში.
  3. ცისტერნა: მასში მოთავსებულია ცემენტის მასა რომელიც იყრება სარევში.
  4. ცემენტის სატვირთი მილი: აგრეგატი,რომლის საშუალებითაც მას ცემენტი იყრება საზელში.

ბლოკის დანადგარის ფასი დამოკიდებულია მის ბლოკის ერთეულების გამომუშავების და ამისათვის საჭირო მუშახელის ექსპლოატაციაზე.

მანუალური დანადგარის მაქსიმალური მონაცემები:

  • წარმოების სიჩქარე : 8 საათში ( 20x40x20)   11000 ცალი ბლოკი.
  • ჯამური ძალა (კვტ):                 79
  • მონტაჟის ფართობი ( მ2 ):         1750
  • ერთ ბეჭდაზე:                            10 ც. 20-იანი/ 12 ც. 15-იანი/ 14 ც. 10-იანი ბლოკი/ 25 ც. ფასადის (ბილიკის ქვა)
  • პადონის ზომა:                    95 x 115 x 4 სმ
  • წარმოებისთვის საჭირო პერსონალი :      6 მუშახელი
  • გადაზიდვის მოცულობა:                       3 ცალი 40’-იანი და 1 ცალი 20’ -იანი კონტეინერი

მანუალური დანადგარის მინიმალური მონაცემები:

  • წარმოების სიჩქარე : 8 საათში ( 20x40x20)   2.500 ცალი ბლოკი.
  • ჯამური ძალა (კვტ):                                 37
  • მონტაჟის ფართობი ( მ2 ):                       750
  • ერთ ბეჭდაზე:                                           4 ც. 20-იანი/ 6 ც. 15-იანი/ 8ც. 10-იანი ბლოკი/ 12 ც. ფასადის (მოზაიკური ქვა)
  • პადონის ზომა:                                           50 x 90 x 4 სმ
  • წარმოებისთვის საჭირო პერსონალი :    8 მუშახელი
  • გადაზიდვის მოცულობა:                      1 ცალი 20’-იანი კონტეინერი

როგორც ჩანს მონაცემებზე დაყრდნობით, ქარხანის ფართობი და მისი გადაზიდვის საშუალებით კონტეინერების რაოდენობაც კი მეტყველებს ფასზე. რაც დიდია ბრუნვის მოცულობა მით იზრდება თვით დანადგარის სიმძლავრე. დამატებითი ინფრმაციისათვის დაგვიკავშირდით საიტზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე

Mussan Group

Mussan Machine

იყიდება ბლოკის დანადგარი MG 2.1

ბლოკის ქარხანა

Kaynak: blokiscexi.com

Hiç yorum yok:

Yorum Gönder