16 Ağustos 2018 Perşembe

წითელი ქვაფენილის დანადგარი






ჩვენი წარმოების ბლოკის დანადგარები, არა მხოლოდ ცემენტის ბლოკებს, არამედ ქვაფენილის ფერად ქვასაც ამზადებენ. დღეს ძალზედ პოპულარული წითელი ქვაფენილი, მზადდება საკმაოდ სწრაფად და მარტივად. ამ სიახლეში ავღწერ თუ როგორ იპრესება ისეთი ბილიკი, როგორიცაა წითელი ქვაფენილი.
მანამ სანამ ჩაყრიდეთ აგრეგატებს სარევში, საჭიროა ნარევის მშრალად (წყლის დამატებამდე) მისი არევა. ცემენტი, ქვიშა და 3% წითელი სპეციალური საღებავი უნდა აირიოს მშრალად. სასურველია ამ პროცესის პანმიქსერით შესრულება უკეთესი, თანაბარი არევისათვის. რადგან საღებავის დამატება წითელი ქვაფენილის ფასს 20% – 30% -თ ზრდის, ზოგიერთი მიმართავს უფრო ეკონომიურ ხერხს, 1%-ის დამატებით. აგური (წიდელი ქვაფენილი) კარგავს ბზინვარე წითელ ფერს და იძენს მოვარდისფრო სიბზინვარეს.

ქვაფენილის წარმოება:
ნარევისთვის წყლის დამატებამდე არეულ ამ მასას, პანმიქსერის ჩაყრის შემდეგ, უნდა მოებკუროს წყალი. გთხოვთ თავი აარიდოთ ერთსა და იმავე ადგილის დასველებას. მიქსერით არევის დასრულების შემდეგ (5-6) წუთი, ნარევი მზადაა დაესხას ქვაფენილის დანადგარის ყალიბში.


როგორ წამოვიწყოთ ახალი ბიზნესი (blokis danadgari)


ბლოკის ბიზნესის წამოსაწყებად აუცილებელია გათვალოთ სავარაუდო მოგებაზე უფრო მეტად, ოპტიმალური საწყისი საინვესტიციო თანხა. მაგალითად, თუ მოთხოვნა თქვენს რეგიონში არ აღემატება 30 000 ცალ ბლოკს, სავარაუდოდ ბლოკის დანადგარი, რომლის ყიდვასაც აპირებთ, უნდა ბეჭდოს 1000 ცალი ყოველ დღე. ეს კი იმას ნიშნავს,  რომ ყველაზე მარტივი ბლოკის დანადგარით შეგიძლიათ დაიწყოთ.
თვიურად ცემენტის – ბეტონის ბლოკის მოთხოვნადობა იცვლება ქალაქიდან ქალაქამდე, რაიონიდან რაიონამდე. იმ ადგილებში სადაც ხშირია ახლადმშენებარე ბინები, იზრდება დიდი მოთხოვნის რაოდენობაც თქვენს ბლოკზე, ბლოკის დანადგარზე.
ჩვენი ბლოკის დანადგარი (blokis danadgari), ბლოკის ქარხანა შეიძლება იყოს როგორც ავტომატური, აგრეთვე მანუალური. შეგიძლიათ მათი არჩევა თქვენთან მოთხოვნისა მიხედვით, სასურველი ავტომატიზაციითა და დამატებითი აგრეგატებით.


ლეგო ბლოკით სახლის აშენება


დროთაგანმავლობაში თიხის აგურის წარმოება შეიცვალა ცემენტის ბლოკის წარმოებით. რადგან არ სჭირდებოდა გამოწვა და იყო გაცილებით მსუბუქი, მარტივი გამოსაყენებლად. აგურის ყალიბი, როგორც ბლოკის ყალიბი ერთმანეთს ჰგავს იმით, რომ ორივე ასრულებს ფორმის მიმცემის როლს ამ სამშენებლო მასალებისთვის. ბლოკსა თუ აგურს სიმსუბუქეს აძლევს ღრმულები და ხვრელები, რომლების ზომაც გასხვავდება მოთხოვნის მიხედვით. რაც უფრო დიდია ხვრელი მით უფრო მსუბუქია აგური ან ბლოკი, მაგრამ ყოველთვის არ არის ისეთივე მყარი.
მუსან ჯგუფის მიერ წარმოებული ღრუტიანი ბლოკის დანადგარი ტოვებს სიცარიელეს ბლოკსა და აგურში, ამით იზოგება მასალა. ლეგო ბლოკის დანადგარი დაფუძნებულია იმავე პრინციპზე. მხოლოდ ლეგო ბლოკი გამოიყენება ძირითადად ერთსართულიანი სახლების ასაშენებლად (ბელეტაჟი). ასეთი აგურით სახლის აშენების პროცესი მარტივი და საინტერესოა. ხვრელების მეშვეობით (2 ცალი ღრუტი) შეიძლება შენობის კუთხეების გამაგრება ისე რომ აშენებისთვის საკმარისია ბეტონის კედლის ზოლზე საძირკველის დამთავრება.


15 Ağustos 2018 Çarşamba

ღრუტიანი ბლოკის დანადგარი




კაცობრიობამ გამოიგონა თიხის აგური, რათა შეენაცვლა უსწორმასწორო ქვები, აეშენა უფრო სწორი კედელი და ყოფილიყო უფრო მსუფუქი. ასეთი ტიპის ხელოვნური თიხის ქვამ პირველად თავი ძ.წ 4000 წლებში გამოიჩინა. ყველაფერი ტალახისთვის ფორმის მიცემით დაიწყო, მერე ყალიბები განვითარდა, თიხა აღმოაჩინეს და ევრიკა! – აგურის გამოწვა დაიწყეს. ალტერნატიულია სილიკატური აგური, რომლის შესახებაც ინფორმაცია მანამდე ჩვენს ბლოგზე გამოვაქვეყნეთ.
დღეს აგურს ხშირად დეკორატიული მიზნებით იყენებენ; ხან ბუხრებში სითბოს, ზოგჯერ კი შიდა კედლის დიზაინის შესანარჩუნებლად. აგური ცემენტის ბლოკმა შეცვალა. მოგეხსენებათ, ბეტონის ბლოკი საკმაოდ ბძიმეა აგურთან მოცულობითი შედარებით. მძიმე ცემენტის გარდა შეიცაბს კენჭ-ქვასაც. მის შესამსუბუქებლად იყენებენ ნახერხს. ნახერხი ამცირებს მის წონას, მაგრამ ნუთუ ეს საკმარისია? დღეს ბლოკის დანადგარები ამზადებენ ღრუტიან აგურებსაც და ბლოკებსაც. ზუსტად ეს, თითქოს და უმნიშვნელო სხვაობა, ინარჩუნებს სამშენებლო მასალის სიმტკიცეს, მაგრამ ზოგავს მას 20-50% -ით.
ასეთი ღრუტები – ბლოკის დანადგარზე დამაგრებული ბლოკის ყალიბის ფორმითაა განპირობებული.
ლეგობლოკის დანადგარი ამზადებს ისეთი ტიპის აგურებს, რომელიც ლეგოს ჰგავს. ეს აგურები / ბლოკები იმდენად მოხერხებულია, რომ ტრადიციულ აგურზე უფრო მეტად მოთხოვნადია.



იყიდება ბოკის დანადგარი


ოდითგან უდაბლოებში სახლის ასაშენებლად ქვიშის წყალთან აზელვით და ფორმის მიცემით აკეთებდნენ ერთ-ერთ უზველეს სამშენებლო მასალა – აგურს. იმ დროს როდესაც უფრო ტენიან რეგიონებში ქვას იყენებდნენ. მაგალითად საქართველოში ჯერ კიდევ ქვით ნაშენები სახლები არა მხოლოდ ტურისტული და კულტურული სანახაობა, არამედ ბევრი ჩვენთაგანის დასასვენებლად წასული საზაფხულო სოფლებში არის ხოლმე. სოფელში ხომ ალბათ სახლების 70% ზე მეტი ჯერ კიდევ ქვით იყო აშენებული.
ბლოკის ყალიბის შეცვლით თქვენ შეგიძლიათ შეძინოთ ცემენტის ბლოკს სასურველი ფორმა. რომლითაც შეამცირებთ მოცულობასა და წონას, ან გაზრდით ბლოკის სიმკვრივეს მოცულობასთან ერთად.
დრომ ქვიშის აგურის მასალა თიხად შეცვალა, რომელსაც შემდგომ გამოწვა მოყვებოდა, მძიმე და ცვალებადი ზომის ქვა კი – ბეტონის ბლოკმა. ასეთი ბეტონის ბლოკი საკმაოდ მსუბუქი, თანაბარი ზომისა თუ სიმკვრივისაა.



ბლოკის ყალიბები ქრომით


ქრომით დაფარვის პროცესი წამოიწყეს ინდუსტრიული წარმოების ქარხნების გამწოვი, მაღალ ტემპერატურაზე მომუშავე ტურბინების ოქსიდაციისა თუ კოროზიისგან თავის დასაცავად. მუსან ჯგუფიც იყენებს ამ ასეთ ტექნოლოგიას რათა გახადოს ბლოკის ყალიბი უფრო სრიალა. საჭიროა ბლოკის ქრომირებული ყალიბიდან ისე რომ კედლებზე მიწებებით არ მოხდეს მისი დაზიანება.
ჩვენ მიერ მზადდება ნაცრის ბლოკის დანადგარითიხის ბლოკის დანადგარიცემენტის ბლოკის დანადგარი და სხვა. ბლოკის დანადგარის ფასი იზრდება ყალიბის ქრომირებასთან ერთად. დაახლოებით 30%-ით კი თვითონ ყალიბის ფასი
ხშირად შეკვეთისას ჩვენი კლიენტები ითხოვენ უბრალო საღებავით შეღებილ ყალიბს. მაგრამ ისინი, ვისაც ხანგრძლივი ბიზნესი სსურს იცის ქრომირებული ყალიბების ფასი.







14 Ağustos 2018 Salı

სილიკატური ბლოკის დანადგარი






ნაცარი წარმოიქმნება როგორც ყველასთვის ცნობილია, წვის პროცესის შედეგად. ასეთ ხშირად გზის დაგებისას იყენებენ, მაგრამ ასევე ფართოდაა გავრცელებული საზღვარგარეთ სილიკატური ბლოკის დანადგარი. ასეთი დანადგარის მიერ გამოშვებული ნაცრის აგური 20% უფრო იაფი ჯდება ვიდრე თიხის აგურის წარმოება. 66 გრადუს ცელსიუსზე გამომშრალ ასეთ აგურს ახასიათებს “თვითდაცემენტება”, რაც გამოწვეულია ნაცრის თვისებებისგან.
მუსან ჯგუფის მიერ გამომუშავებული ასეთი ტიპის ვიბრაციული პრესი, გაძლევთ საშუალებას დაზოგოთ როგორც ხარჯები ასევე თქვენი დრო. მაგალითად ბლოკის დანადგარი MG 4.1, აწყობილია ცემენტის ბლოკისთვის, მაგრამ ყალიბის გამოცვლის შემდეგ შეიძლება როგორც ლოგო ბლოკის, აგრეთვე ბეტონის ბლოკის დამზადებაც. ე.წ ლოგო ბლოკი არის მარტივად აწყობადი თიხისგან, ქვიშისგან დამზადებული აგური. ასეთ აგურის სიმკვრივე გაზრდილია ბლოკის დანადგარის ვიბრაციული ძალითა და ქიმიური შედარევებით, რომლებიც შესაძლებლობას აძლევენ აგურს შეინარჩუნოს სიმტკიცე გამოშრობისა ან ღუმლის გარეშე.
ბლოკის დანადგარი MG 4.1 აწარმოებს 3,000 ცალამდე ბლოკს ერთ დღეში (8 სთ). ეს განპირობებულია იმით, რომ მას აქვს დამადებითი დანამატები: სპირალური მიქსერი, ან და პანმიქსერი, ნარევის კონვეიერის ბილიკი და თვით დანადგარი. 4-იანი ბლოკის დანადგარი ბეჭდავს 4 ცალ სტანდარტულ 20 სმ-იან ბლოკებს ერთ ყალიბზე.


ენერგობლოკის დანადგარი


ყველასთვის ცნობილია რომ ცემენტის ბლოკები, ვიბრაციისა და პრესის გარდა სხვადასხვა მეთოდით მზადდება. მაგრამ როგორ კეთდება ე.წ. “ენერგობლოკი“, სხვაგვარად რომ ვთქვათ ენერგოეფექტური ბლოკი.
დროთაგანმავლობაში გაიზარდა მოთხოვნა სხვადასხვა ტიპის იზოლირებული ბლოკებზე. ბლოკის დამზადების სტანდარტული ძველებური მეთოდები შეცვალა “ვიბროპრესმა”. ამით გაიზარდა ბლოკების სიმკვრივე და დაიზოგა დრო. ახალი ტიპის იზოლირებული ბლოკი – ენერგიბლოკი, წარმოადგენს განიერ ბლოკს, რომელსაც შუა ღარში, წარმოების პროცესში ხელით თავსდება პენოქაბის (პენოპლასტის) ღარი.
პენოქაფით იზოლირებული ბლოკის გული სითბოს, ხმის იზოლაციას ახდენს. ასეთ ბლოკებზე მაღალმა მოთხოვნამ გაზარდა ენერგობლოკის წარმოება. თურქულმა კომპანია მუსან ჯგუფმა, დაამზადა იზობლოკის დანადგარი, რომელსაც შეუძლია ასეთი ტიპის იზოლაციის დამატება. ამისთვის საჭიროა სტანდარტთან შედარებით უფრო დახვეწილი ბლოკის ყალიბის მოჭრა, დანადგარის მცირე გაძლიერება.


ლოგო ბლოკის წარმოება


დღეს მუსან ჯგუფის მიერ განხილული იქნება ბლოკისა და აგურის დანადგარებისათვის გამოყენებული ვიბრაციის საჭიროვება. ბლოკები თუ აგურები, მზადდება ერთმანეთის მსგავსი პრინციპებით. ცემენტის ბლოკში ირევა შემამსუბუქებელი მასალები, ქვიშა-კენჭი, ცემენტი და წყალი. გაშრობის შემდეგ შესაძლებელია ამ ცემენტის ბლოკის გამოყენება. მასთან განსხვავებულია თიხის აგურის დამზადება, რომელიც ყალიბებში ჩატენვის შემდეგ მოითხოვს ღუმელსა და სპეციალურ საშრობს.
ახალი თანამედროვე მეთოდით მზადდება ქვიშისა და გაფილტრული მიწის აგურები, რომლებსაც სპეციალური ქიმიური შენარევებით ემატება სიმკვრივე და არ საჭიროვებს გამოწვას. ასეთ აგურს ეძახიან “ლოგო ბლოკს”. მისი გამოყენება როგორც მუშებისათვის, აგრეთვე სპონსორისთვის ხელსაყრელია, რადგან არ მოითხოვს დიდი რაოდენობით ცემენტის მასას, მათი ერთმანეთთან მიერთებისთვის.
ყოველი ზემოთ ჩამოთვლილი ხერხებით დამზადებულ სამშენებლო ბლოკსა და აგურს ფორმის მიმცემი ძლიერი პრესის გარდა აგრეთვე ესაჭიროვება ვიბრაცია, რომელიც პატარა თიხისა თუ ბოკის, ან და ქვიშის გრანულებს აახლოვებს, რითაც ზრდის ამ პროდუქტის სიმკვრივეს.


11 Ağustos 2018 Cumartesi

ხელის იაფიანი პანმიქსერი


თუ გაქვთ მცირე ბლოკის წარმოება, და გსურთ წარმოების მცირე ხარჯებით გაფართოვება, საკმარისია გააუმჯობესოთ აზელვა. როგორც მოგეხსენებათ ჩვეულებრივი ბეტონის სარევები განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ წყლის თანაბრად განაწილებისთვის. ასეთი ტიპის მიქსერი საჭიროვებს წინასწარ საჭირო მასალების არევას, ხოლო ჩაყრის შემდეგ წყალს გადაანაწილებს ისე, რომ ნარევის ყველა ადგილი თანაბრად იქნება წყლით გაჟონილი.
როგორ უნდა მოიქცეთ რომ არ დაგჭირდეთ ცალკ-ცალკე წვალება და დაზოგოდ არევის დრო, გააუმჯობესოთ ხარისხი და გამოიყვანოთ აზელილი შედარებით მშრალი ნარევი? ამისთვის გამოიყენება ე.წ “პანმიქსერი“.

პანმიქსერი საკმაოდ ძვირადღირებული დანადგარია. მის ფასს ზრდის მაღალი ხარისხის რკინა, რომელიც გადაღუნულია წრიულად სარევის გარშემო. მისი სისქის გამო მიქსერს ემატება საგრძნობელი წონა. ამის გარდა მასზე დამონტაჟებული ძლიერი ძრავი ზრდის მის თვითღირებულებას. ჩვენ მიერ გამომუშავებულია ახალი სახის ხელით საზელი პანმიქსერი. მისი საშუალებით შესაძლებელია 100-120 ლიტრიანი ნარევის ხარისხიანად არევა. რაც მთავარია ნარევის მშრალი ფორმა (შედარებით სხვა სარევებთან) გაზრდის ბლოკის სიმკვრივეს. მის დასატრიალებლად საკმარისია 1 მუშის ძალა. ნარევი მზადდება ყოველ 5 წუთში ერთხელ და ერთი მოზელვით შეგიძლიათ დაამზადოთ 10 ც 20-იანი ბლოკი.


რატომ დავანებე ტელევიზორს თავი?





იყო დრო როდესაც ტელევიზორი, რადიო ერთ-ერთი აუცილებელი ინფორმაციის წყარო იყო. დრომ დაგვავიწყა რადიო, შეაყვარა ყველა ბავშვი დილის მულტფილმებს ტელევიზორში. ტელევიზორი კი კომპიუტერმა, ტაბლეტმა.
რა ვუყოთ იმ თხევად კრისტალურ ეკრანს რომელიც ჩვენ ერთ დროს ძვირი დაგვიჯდა? შეიძლება გადააქციო smart TV -ად, ან შეიძლება შეიძინოთ ნეტფლიქსი. ნეტფლიქსი არის ვიდეოარქივი, რომელსაც თანდართული აქვს ხელოვნური ინტელექტი (AI), რომელიც გიადვილებთ ფილმების არჩევას. თქვენი რჩეული ფილმებისა თუ სერიალების მიხედვით ცდილობს გაიგოს თქვენი გემოვნება და შეარჩიოს რამე შესაბამისი.
ასეთი პროგრამების საშუალებით, თქვენ ხარჯავთ ნაკლებ დროს, რომელიც დაღლილ საღამოს გადანახული გაქვთ ფილმისთვის, საყურებელი სერიალისა თუ გადაცემის შერჩევაში. ნეტფლიქსის ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით რჩეული ფილმები შეესაბამება თქვენს გემოვნებას. netflix.com