ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, თუ რასთანდაკავშირებითაა ჩვენი მიქსერის ფასი ასეთი მაღალი? რატომ უნდა გადაიხადოთ მიქსერში თითქმის ერთი მანქანის ფული როდესაც შეიძლება ან ხელით აზელვა, ან სხვა ალტერნატიული არევის ხერხის გამოყენება. ან თუნდაც უფრო იაფი ბეტონის საზელის გამოყენება. ბლოკის წარმოება, საკმაოდ მომგებიანი პროცესია ბიზნესის მფლობელისთვის. მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ როდესაც არა მხოლოდ ხარჯები, არამედ დროსა და მუშის შრომას ზოგავს. რამოდენიმე ალტერნატივაზე გავამახვილებ ყურადღებას, როგორიცაა მაგალითად ხელით აზელვა ან და ბეტონის საზელი.
ხელით აზელვა:
ბეტონის და სხვა მასალის ხელით, ნიჩბით აზელვა კარგია, როდესაც მცირე მოცულობებზეა საუბარი. ხშირად აზელვის პროცესში პატარა ბლოკის საწარმოებში რამოდენიმე ადამიანი რიგრიგობით ახერხებს, ერთმანეთის შენაცვლებით. მას მდეგი პრობლემები შეიძლება მოყვეს:
- დამოკიდებული ამუშახელის ძალაზე.
- დროულად აზელვა შეუძლებელია როდესაც გაქვთ ბლოკის დანადგარი.
- ნარევი არ გამოდის კარგად გაჯერებული/ არეული.
ბეტონის სტანდარტული საზელი გათვალისწინებულია ცემენტის ძირითადად უკვე არეული მშრალი მასისათვის (რომელიც შეიცავს სხვადასხვა კომპონენტებს) წყლის თანაბრად გადასანაწილებლად. მისი ბრუნვა სავალდებულოა იმისათვის რომ არ მოხდეს ნარევის გაქვავება მანამ სანამ არ მოხდება მისი სრული გამოყენება. რამოდენიმე თვისება ხსნის მის ნაკლებს ასეთ დარგში გამოყენებისათვის:
- საჭიროა სხვადასხვა კომპონენტების ჩაყრამდე გადარევა.
- შეუძლია მხოლოდ წყლის თანაბრად გადანაწილება.
- არ შეუძლია მშრალი ნარევის აზელვა.

ჩვენი ბეტონის პანმიწსერის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ ბლოკის ყველაზე იაფიანი დანადგარითაც კი 1000 ც ბლოკამდე ერთ დღეში და 5,000-10,000 დიდი ზომის ნახევრად ავტომატურ და სრულ ავტომატურ ბლოკის დანადგარებზე.


Hiç yorum yok:
Yorum Gönder