ენერგეტიკის სამინისტრომ რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში მდ. ჯონოულზე ასაშენებელი „ჯონოული 2 ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. ინტერესთა გამოხატვა კომპანია შპს „ჯეენ გეორგია”-ის განაცხადის საფუძველზე გამოცხადდა.
„ჯონოული 2 ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 32.00 მვტ-ია, სავარაუდო წლიური გამომუშავება კი 129.20 მლნ.კვტ.სთ-ს შეადგენს. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 50,000,000 აშშ დოლარი.
დაინტერესებულმა პირებმა პროექტის განხორციელების შესახებ განაცხადი ინტერესთა გამოხატვით დადგენილი პირობების შესაბამისად ენერგეტიკის სამინისტროში (სანაპიროს ქ. №2) 2017 წლის 10 დეკემბერის 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ.
წყარო: energy.gov.ge
Hiç yorum yok:
Yorum Gönder